აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში 16-18 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრება. აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება უცხოეთში.
მათივე ინფორმაციით, ბაღაფში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიწვევით ჩავა.
ბაღაფშის ვიზიტის მთავარ მიზეზად, აფხაზური მხარე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებს.