დაახლოებით ერთი საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 70-მდე ქალაქე დააკავეს.
ისინი დღეს დილით ზუგდიდში ცდილობდნენ გადასვლას. რუსმა ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც 4 მიკროავტობუსსა და სამ ავტობუსში მსხდომი მგზავრები გაძარცვეს და გალის მიმართულებით წაიყვანეს.
გალში რჩებიან გუშინ დაკავებული 16 ქართველიც. ოკუპანტები მათი ოჯახებიდან დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ 5 ათას რუბლს ითხოვენ.