დღეს, 12 თებარვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო ‘'ვერე პალასში'' "ეროვნული ფორუმი" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შემუშავებული წინადადებების განხილვას მოაწყობს.
განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკოსები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორიოსო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
როგორც "ეროვნულ ფორიმში აცხადებენ, განხილვის თემას წარმოადგენს საარჩევნო სისტემის დახვეწისთვის პარტიის შემუშავებულ მექანიზმები _ ერთიანი საარჩევნო სია, კენჭისყრის ტექნიკური მხარე, ბიულეტენების დათვლა და ინფორმაციის გაცემა.
ფორუმელები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სიების შედგენა უნდა მოხდეს ბიომეტრული ფოტოებით, რაც გამორიცხავს მეორედ დარეგისტრირების და ორჯერ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ასევე უბნებზე, ყუთების გახსნამდე, ჯერ უნდა მოხდეს გაუცემელი ბიულეტენების დათვლა, რათა დაფიქსირდეს რამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
განხილვაში მონაწილეობას გეგმავენ: ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, გიორგი თარგამაძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და სხვ.