"რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არ იტყვის ", _ ეს განცხადება ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.
"არავითარ შემთხვევაში სავაჭრო ურთიერთობები არ იქნება სასწორზე დაყენებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების საპირწონედ, როგორებიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის დეოკუპაცია, საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში", _ განაცხადა პეტრიაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა ხალხებს შორის ურთოერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.