საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ღვინის დაშვება პოლიტიკურ ასპექტში გადაწყვეტილია, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკითხი, რომელიც სანიტარულ კონტროლს, ხარისხის შემოწმებას, პროდუქციის დაშვებას სანიტარული მაჩვენებლების მიხედვით ეხება - პოლიტიკურ ასპექტში დაწყვეტილია. დარჩენილია მხოლოდ წმინდა ტექნიკური პროცედურები, რომლებიც მოითხოვს გაფორმებას როგორც ნებისმიერ ქვეყანასთან. ბაზარი ჩვენ ამისათვის ღია გვაქვს, ალბათ ქართული პროდუქციის მყიდველებიც გამოჩნდებიან. "ბორჯომისგან" გადაჩვევა ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით", _ განაცხადა დენისოვმა და აღნიშნა, რომ საქართველოსდან მომავალი პროდუქციის არავითარ დამატებით მონიტორინგს "როსპოტრებნადზორი" არ გეგმავს.
"მე არ ვარ სპეციალისტი ამ სფეროში, მაგრამ არასოდეს მსმენია რაიმე სახის განსაკუთრებული კონტროლისა და წესის შესახებ. ამას გარდა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ - რაზედაც სხვათა შორის თანხმობა საქართველომ მოგვცა, რომელიც ამ ორგანიზაციაში რუსეთზე ადრე შევიდა - ჩვენ გვაქვს განაწესი, რომელიც ჩვენი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული",_ განაცხადა დენისოვმა.