,,არა მგონია, სააკაშვილს რაიმე ტიპის პოლიტიკური რყევები აწყობდეს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ ორივე მხარეს პროცესების მშვიდად განვითარება უნდა აწყობდეს.
,,რაც შეეხება იმას გამოიყენებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და პოლიტიკურ კრიზისს შექმნის რეაქცია ამ საფრთხეზე ბატონმა ივანიშვილმა უკვე გააკეთა როცა საუბრობს ,,ქართული ოცნების" მზაობაზე შედგეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ივანიშვილი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ მაღალი ხარისხის სამართლიანობის პირობებში მისი გუნდი უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მიიღო. Aამიტომ, არა მგონია, სააკაშვილს რაიმე ტიპის პოლიტიკური რყევები აწყობდეს, რადგან რა ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს სააკაშვილი ვერ მოასწრებს მთავრობაში სერიოზული გადაადგილებების რეჟიმის შექმნას", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადაყენების უფლება აქვს. ამასთან შესაძლებელია პრეზიდენტმა პარლამენტის ნდობის გამოცხადების გარეშე მისთვის მისაღები სამთავრობო გუნდი დანიშნოს.