"ნიკა გვარამიას დაკავება მის "რუსთვი-2"-ში საქმიანობას არ უკავშირდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ნიკა გვარამიას დაკავების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
"ბატონი გვარიამიას საქმიანობა, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი დაინტერესდა, არ უკავშირდება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის "რუსთვი-2"-ის საქმიანობას. ის უკავშირდება ქრთამის აღებასა და მიცემას", _ განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამართალდამცავება გუშინ დააკავეს.