"ნიკა გვარამია დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის დაკავების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ გვარამია წარსულის საქმიანობის გამო დააკავეს.
"გვარამია, სანამ "რუსთავი-2"-ში გადავიდოდა, მანამდე მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე. არ მოვერიდები შეფასებას, რომ იყო დანაშულებრივი სისტემის ნაწილი და მუშაობდა დანაშაულებრივი სისტემის ხელმძღვანელის რგოლში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა შექმნეს, როცა გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. ასე რომ, მისი დაკავება წარსულში ჩადენილ საქმიანობას უკავშირდება", - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამართალდამცავება გუშინ დააკავეს. გვარამიასთვის ბრალი ოფციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით მას ბრალს ქრთამისა და ცრუ სამეწარმეო საქმიანობაში დახმარებისთვის წაუყენებენ.