საქართველოდან ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს, მართალია ძალიან თავშეკავებულს, მაგრამ მაინც პოზიტიურს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს, მართალია ძალიან თავშეკავებულს, მაგრამ მაინც პოზიტიურს და ის, რომ საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენელია დანიშნული რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ჩვენ ამას არა მხოლოდ ვხედავთ, არამედ მივესალმებით კიდეც და როგორ ხედავთ იგივეთი ვივუპასუხეთ", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ წინააღმდგე შემთხვევაში საქართველოს პრემიერის წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა არ შედგებოდა.