ნიკა გვარამიას დაკავება მედიაზე ზეწოლა არ არის. ამის შესახებ "რუსთავი2"-ის ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.
"კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თანამდებობა უკავია, არის ეს ტელევიზიის ხელმძღვანელი, თუ სხვა. გამოძიება ყველაფერს გაარკვევს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ დაკავებას უნდა ჰქონდეს კანონიერი საფუძველი.
"პროკურატურა თავისუფალია ზეწოლისაგან და თუ ნიკა გვარამიას დაკავება მოხდა კონკრეტული ბრალდებით, ეს არ არის მედიაზე ზეწოლა'', - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.