ხვალ, 20 დეკემბერს, 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე აზერბაიჯანელ მხატვართა გამოფენა გაიხსნება.
გამოფენა საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაციის პრეზენტაციასა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ასოციაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.