სოხუმის რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ აფხაზური პრესა იუწყება.
მოსკოვში ბაღაფშის ვიზიტი 16-დან 18 თებერვალამდე შედგება. იგი რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიწვევით ჩავა.
სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ყოფნისას, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმს შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში, კერძოდ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი ჩავიდა