შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, ფოთში, სომხეთის მოქალაქე ავეტიკ ბენიკის ძე ჩტეიანი დააკავეს, რომელიც 2012 წლის 12 დეკემბერს, მდ. ფსოუს მონაკვეთიდან ქ. სოხუმში შემოვიდა უკანონოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.