"ქართველ ხალხს შერჩა იმდენი გრძნობა, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას და პრეზიდენტისგან წაყენებული ბრალდების დასაბუთება მაგალითებით მოითხოვა.
ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სამთავრობო აგარაკების მშენებლობების შეჩერების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა.
,,ქართველ ხალხს შერჩა იმდენი გრძნობა, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს. Eეს კაცი კიდევ აგრძელებს საუბარს ვის ესაუბრება მაღალა მაინც იყურებოდეს იქნებ ვინმემ მოუსმინოს. გასაგებია ყველასთვის რა არის რეალობა, როგორია რეალობა, რამდენიც არ უნდა ისაუბროს როგორც ამით არაფერი შეიცვლება. Mმან პასუხი აგოს იმაზე, რომ ამდენი ფული სად წაიღო, ან შვიდი რეზიდენცია რატომ აქვს, რატომ გადაიხადა დამატებით 80 მილიონი ვერტალიოტში, ან ჯარი რომ დატვირთეს ვერტალიოტით და თვითმფრინავებით. ამ კაცმა ამაზე ისაუბროს დაჩები რატომ შენდება, რომელ ქვეყანაში შენდება, ვინ მიბაძა მას. ამიტომ ჩვენს შესახებ მაგალითები მოიყვანოს და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ კრიტიკას, ჩვენ თუ რამე გვეშლება შეუშლელი არავინ არაა", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ,,ქართულ ოცნებას" მნგრეველების ბრიგადა უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თალიბანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.