,,სააკაშვილს არანაირი მორალური უფლება არა აქვს ამ ტონით ელაპარაკოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას", - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ სწორედ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" დაანგრია ქვეყანა.
,,საქართველოს მოსახლეობამ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ხმა იმიტომ არ მისცა, რომ სწორედ ისინი ახორციელებდნენ ნგრევასთან. ისინი Qქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში ანგრევდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობა" არის ის გუნდი, რომელმაც უამრავი ოჯახი გაუბედურა, დაანგრია, ქვეყანა დააპატარავა და სააკაშვილს არანაირი მორალური უფლება არა აქვს ამ ტონით ელაპარაკოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენ მათ მიერ დანგრეულ ქვეყანას ვალაგებთ",_ განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განაცხადებით ,,ქართული ოცნება" ნგრევის პარტიაა.