,,მიხეილ სააკაშვილმა მნგრეველები თავისთან მოიკითხოს", _ განაცხადა ჟურნალიტებთან ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად პარლამენტში არ შევარდნილა.
,,ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტი, რაც ახლოვდება 20 იანვარი მით უფრო, არაადეკვატურ განცხადებებსა და შეფასებას აკეთებს. რაც შეეხება იმას, რომ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი არის მნგრეველების პარტია ეს ცინიზმია მეტი არაფერი, რადგან მნგრეველების კუთხით მახსენდება ამჟამინდელი პარლამენტის შენობა, როცა მის ასაშენებლად დაანგრიეს მეორე მსოფლიო ომს შეწირული ვაკაცებისთვის აგებული მემორიალი და ამას დედა-შვილი შეეწირა. ასე, რომ მნგრეველები თავისთან მოიკითხონ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ,,ქართულ ოცნებას" მნგრეველების ბრიგადა უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თალიბანიზაციის პროცესი მიდინარეობს.