ფოთს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეს საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დავით ბაბილუა აირჩია. ბაბილუა უპარტიო დეპუტატია, მან ცოტა ხნის წინ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა".
საკრებულოს სხდომაზე ინციდენტიც მოხდა. საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" მოგელი ტყებუჩავამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მისი თქმით, სხდომა კანონდარღვევით მიმდინარეობდა, რადგან, მისი თქმით, საკრებულოში გუშინდელი ხმაურის გამო გადადებულ რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხები დღევანდელი სხდომის საკითხებთან ერთად არ უნდა განხილულიყო.
როგორც ტყებუჩავამ განაცხადა, ამას სასამრთლოშიც გაასაჩივრებს. ტყებუჩავას მიერ სხდომის დატოვების შემდეგ საკრებულომ იმსჯელა და გადაწყვეტლება მიიღო, რომ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ გუშინდელი ჩაშლილი რიგგარეშე სხდომის საკითხებზე ემსჯელათ