მოსკოვის სისხლის სამძებროს განყოფილების თანამშრომლებმა დედაქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, მსხვილი კრიმინალური ავტორიტეტი, ქუთაისის ქურდული ოჯახის ლიდერი დავით ფახურიძე დააკავეს. განცხადებას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფახურიძე დაკავებულია ფაქტზე, რომლის დროსაც იგი მაღაზიიდან ერთი ბოთლი ვისკის მოპარვას აპირებდა.
აღსანიშნაცია, რომ ფახურიძეს 72 წლისაა და კრიმინალურ სამყაროში იგი "მინაგოს" ზეტმეტსახელადაა ცნობილი.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ქუთაისშია დაბადებული და ქუთაისის ქურდული ოჯახის ხელმძვანელია. ფახურიზე თავისუფლებაზე ბოლოს 1991 წელს გამოვიდა, იგი ხუთწლიან სასჯელს პერმის ოლქის ერთ ერთ კოლონიაში იარაღის უკანონოდ შენახვისათვის იხდიდა.
რუსული მედია ასვეე აღნიშნავს, რომ ერთი ბოთლი ვისკის ქურდობის ფაქტი სავარაუდოდ სპეციალურად იყო მოწყობილი იმისათვის, რათა "ფახურიძეს კოლონიაში მოხვედრა ქურდული სამყაროს რაღაც პრობლემების გადასაჭრელად შეძლებოდა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ "მიუხედავად ასაკისა ფახურიძე კრიმინალური საზოგადოების აქტიური მოღვაწეა. იგი 2008 წელს პიროგოვოს სასაფლაოზე მოწყობილი კრიმინალური შეკრების ერთ ერთი აქტიური მონაწილე იყო", _ იუწყება რუსული მედია.