კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს.
სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. როგორც კუდ-ის უფროსმა გიორგი ბებუამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულები არიან
ლუკა მეგრელიძე, დამირ კირცხალია, ზურაბ გოგია და იოსებ სორდია.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა "ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, ძალადობით და მუქარით მეწარმეს 10 ათასი დოლარი გამოსძალეს, აღნიშნული თანხის სანაცვლოთ კი ისინი მას მისი ბიზნესის მფარველობას ჰპირდებოდნენ".
დანაშაული თავისუფლების 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდები ასევე კანონიერი ქურდის დავით ქარსელაძის, მეტსახელად "კალატოზას" მეგობრები არიან.