საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დღეს შსს აკადემიაში მივა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-დან აცნობეს, ტუღუში აკადემიის საპატრულო და უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსის მსმენელებს შეხვდება და ეროვნული უმცირესობების თემაზე მიმოხილვით ლექციას წაიკითხავს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი შსს აკადემიის ქართული ენის შემსწავლელ ცენტრს დაათვალიერებს, სადაც ამჟამად მომზადებას 7 მსმენელი გადის. აღნიშნულ ცენტრი 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოქმედი პოლიციელების მომზადებას. შსს აკადემიის ქართული ენის შემსწავლელ ცენტრში 42 მოქმედი პოლიციელის გადამზადება განხორციელდა.
2007 წლიდან შსს აკადემიაში პარალელურად მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობებისთვის სპეციალური საბაზისო კურსები, სადაც მომზადებას საქართველოს სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები გადიან. ისინი იურიდიულ და გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობენ. აღნიშნულ კურსებზე მომზადდა 55 პოლიციელი.
ეროვნული უმცირესობის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები შსს აკადემიის ყველა საბაზისო კურსზე ისწავლება.