პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა თბილისის საოლქო კომისიის პრეზენტაცია გამართეს.
პრაიმერის თბილისის საოლქო კომისია არაგვის 4-ში, პრაიმერის ერთ-ერთი მონაწილე პოლიტიკური ძალის - "მომავლის პარტიის" ოფისში გაიხსნა.
კონსერვატიული პარტიის პრესმდივნის ქეთი ჯოხაძის განცხადებით,
კომისიაში თბილისის მერობის და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაცია 7 მარტამდე განხორციელდება.
თბილისის საოლქო კომისიას მერაბ მაღლაკელიძე ხელმძღვანელობს. საოლქო კომისიაში წარმოდგენილი არიან პრაიმერის მონაწილე ყველა პარტიები.
კანდიდატებად რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მონაწილე, ასევე არა მონაწილე პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს.