ზურაბ ხარატიშვილს იმედი აქვს, რომ ოდესმე საქართველოში, არჩევნებში დამარცხებული კონკურენტის გამარჯვებას აღიარებს. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, დღეს, "თბილის-მარიოტში" მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ხარატიშვილმა ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერა, "იმეიჯინ" გაიხსენა და საკუთარი თავი იმ მეოცნებეს შეადარა, რომელსაც სჯერა - ცოტა ხანში მის ოცნებას სხვებიც შეურთდებიან და ერთ მშვენიერ დღეს ნატვრა აუხდება.
"ცესკო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩემი ეს ოცნება ახდეს. ამისთვის კი ყველას დახმარება დაგვჭირედება, განსაკუთრებით მედიის", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა