"ყვოველ სამშაბათს 12:00 საათზე, ცესკო მაისის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს", - ეს განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ, დღეს, "თბილისი-მარიოტში", მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ხარატიშვილი იმედოვნებს, რომ პირველ ბრიფინგში სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მიიღებს მონაწილეობას და საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
ინიციატივა პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ გააჟღერა, რაზეც ზურაბ ხარატიშვილმა თანხმობა განაცხადა.
"ბრიფინგზე, ჟურნალისტებსა და თემით დაიტერესებულ ადამიანებს, საშუალება ექნებათ პასუხები მოისმინონ მათთვის საინტერესო კითხვებზე. იმედია ეს ინიციატივა ერთიორად გაზრდის საზოგადოების ნდობას არჩევნების მიმართ", - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა