,,რუსეთი სანდო პარტნიორი რომ იყოს, სადაც მოლაპარაკებების შედეგად მიაღწევ შეთანხმებას, რომელიც შემდგომ შესრულებადია, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნებოდა", - განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას და აღნისნა, რომ საქართველოსთვის რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის.
"მაგრამ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც გრძნობს, რომ ჩვენზე მეტი ძალა აქვს და შეუძლია თავისი ინტერესები გაიტანოს ისე, რომ ჩვენს ინტერესებს პატივი არ სცეს. ამიტომ სწორედ ის, რომ რომ რუსეთი დაიცავს შეთანხმებებს, რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ინტერესებს, არის მთავარი პრობლემა რომელიც გავაწუხებს", - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი საგარეო უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის განაცხადებით, მოლაპარაკებები სრული ტრიუმფით რომ დამთავრდეს, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ რუსეთი ისევე არ მოიქცევა, როგორც მოექცა აშშ-ს "მაგნიტსკის სიის" მიღების შემდეგ.