"ქართულ-რუსულ ურთიერობების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკების პირველივე დღიდან მოლაპარაკების მაგიდასთან მესამე მხარე უნდა იჯდეს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გირგოლ ვაშაძის მიერ საზოგადოებრიუვ მაუწყებლის გადაცემა "აქცენტებში" გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
მენაღარიშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის დიალოგის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლო მნიშვნელოვანია.
,,ქართულ-რუსულ ურთიერობებში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური პოზიცია მნიშვნელოვანია. რა ფორმით ჩაერთვება საერთაშორისო თანამეგობრობა ქართულ-რუსულ დიალოგში საფიქრალი და სამუშაოა, რადგან ამისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ქართული მხარის, არამედ რუსული მხარის თანხმობაც. ამიტომ ეს ის საკითხია, რომელზეც მუშაობა მომავალში საჭირო იქნება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მენაღარიშვილმა, რომელიც მხარებს შორის დიალოგის აღდგენას მიესალმება.
"ქართულ-რუსული მოლაპარაკების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან მხარეებს შორის ჯერ პირველი შეხვედრა შედგა და დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა, რაც ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია იმ კრიზისის გათვალისწინებით, რაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებობს", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი საგარეო უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ,არ შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი არბიტრის გარეშე". "რა გვასწავლა ჩვენ ამ 20 წლის ომებმა, აგრესიებმა, ოკუპაციამ და ეთნიკურმა წმენდამ - მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - გვასწავლა სამი მარტივი რამ: პირველი - არ შეიძლება რუსებთან ლაპარაკი, თუ არ იცი რა არის წესი და მოდალობა. მეორე - არ შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი არბიტრის გარეშე და მესამე - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გრძელვადიანი პროცესის გაწელვა, იმიტომ რომ რუსულ მხარეს და, დამერწმუნეთ მე, ვინც ჩვენთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ახლა ან მომავალში იმათთან ერთად ან ვსწავლობდი და ან ვმუშაობდი და მე იმ ხალხს ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ. ეს არიან პირველი კლასის პროფესიონალები და ისინი ამ პროცესს აუცილებლად გამოიყენებენ იმისათვის, რომ ევროპის კავშირს, შეერთებულ შტატებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს ახალმოპოვებულ მოკავშირეებს აფრიკაში, ლათიმურ ამერიკაში, ოკეანეთში უთხრან: დაწყნადრით, მოეშვით ამ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირებზე და ლტოლვილებზე - ჩვენ ქართველებს ველაპარაკებით პირდაპირ. ჩვენ აუცილებლად გვექნება შედეგი, ნუ გვიშლით ხელს", - განაცხადა ვაშაძემ და განმარტა თუ რა საფრთხეს შეიცავს რუსეთთან არბიტრის გარეშე "ლაპარაკი". ვაშაძის თქმით, ხანდახან არბიტრიც კი ვერაფერს ახერხებს.
" 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ სარკოზის, მაშინდელი ევროპის კავშირის თავმჯდომარის შუამავლობით იყო ხელმოწერილი ერთი პუნქტი არ არის ამ ხელშკრულების შესრულებული, თუმცა არბიტრი გამოგვადგა იმაში, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მთელი აქცენტი გადაიტანა რუსეთზე და რუსეთია დადანაშაულებული იმაში, რომ ამ ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ არის შესრულებული", - აღნიშნა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.