სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების სახელმწიფო კომისიების საექსპერტო ჯგუფებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეები საკითხზე სამი დღის განმავლობაში (9-11 თებერვალი) მსჯელობდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები.
საექსპერტო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მე-2 კვარტალში გაიმართება.