კლუბი "DIVA" ახალ სეზონს სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამით გახსნის. 13 და 14 თებერვალს კლუბში მოწვეული 18 უცხოელი და ქართველი მოცეკვავე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ კომპოზიციაზე შექმნილ სპეციალურ ნომრებს წარმოადგეს. გასართობ პროგრამაში ჩართულია ეროტიკული ელემენტები და სხვადასხვა სპეცგათამაშება.
კლუბის დირექტორის პატრიცია დელონის თქმით, კლუბ "DIVA"-ს ახალი სეზონი ახალი მოცეკვავეების ჩამოსვლას უკვაშირდება, რომლებთანაც კლუბმა მრავალთვიანი კლნტრაქტები გააფორმა.
"ვამაყობთ, რომ გახსნიდან მეორე წელს "DIVA" სერიოზულ და წარმატებულ ბრენდად ჩამოყალიბდა. იგი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოქტომბერში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მრავალი სირთულე, მათ შორის ეკონომიკური კრიზისი და საფრთხე იმისა, რომ საქართველოში იკლებდა ტურისტების ნაკადი, შევძელით სწორად დაგვეგეგმა და გვემართა ეს საკმაოდ სპეციფიკური ბიზნესი და არა მარტო მომგებიან საქმედ გვექცია, არამედ "DIVA" პოპულარულ და პრესტიჟულ გასართობ ადგილადაც ქცეულიყო თბილისელებისა და უცხოელებისთვის", - აცხადებს დელონი.
მისი თქმით, გასულმა სეზიონმა უჩვენა, რომ გასართობი ბიზნესში უმნიშვნელოვანესია გამოცდილება, ადგიობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინება და სწორი მართვა. "ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გასული სეზონის განმავლობაში თბილისში რამდენიმე სტრიპკლუბი დაიხურა, რომელთაგან იყო ისეთიც, სადაც გაცილებით დიდი ინვესტიცია ჩაიდო, ვიდრე "DIVA"-ში, ეს მაშინ, როდესაც ჩვენ შევძელით არა მარტო ბიზნესის გადარჩენა, არამედ მომგებიან ბიზნესსტრუქტურად ჩამოყალიბება."
დამფუძნებლების თქმით, "DIVA" იშვიათი გამონაკლისია ქართული კომპანიებიდან, რომელიც სამუშაოს სთავაზობს არა მარტო ადგილობრივებს, არამედ უცხოელებსაც.
"ჩვენი მოცეკვავეების უმრავლესობა უკრაინელია. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უკრაინაში თბილისის "DIVA" კლუბი პოპულარულია და უკრაინელი მოცეკვავეები ძალღონეს არ იშურებენ, რომ ჩვენთან გააფორმონ კონტრაქტი, ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში საკმაოდ ბევრი სტრიპკლუბი ფუნქციონირებს და იქაურთათვის ეს საქმიანობის ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, ტრადიციული სფეროც კია", - აცხადებს დელონი.
უკრაინელების გარდა, დღეისათვსი კლუბში დასაქმებულია უზბეკეთის მოქალაქე და რამდენიმე ადგილობრივიც. მიმდიმარეობს მოლაპარაკებები ბელორუს მოცეკვავეებთან.
კლუბის გახსნისას სტრიპმოცეკვავეებს შორის მხოლოდ ერთი იყო ქართველი. დღეისთვსი ის ერთ-ერთ საუკეთესო სტრიპმოცეკვავედ ითვლება როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. მას შემდეგ ბევრმა ადგილობრივმა სცადა ბედი სტრიპში. "DIVA"-ში ისინი ახალ, საკმაოდ რთული ცეკვის საქმიანობას ეუფლებიან, აქვთ მაღალი შემოსავალი და წარმატებულადაც ცეკვავენ.
"მართალია, საქართველოში ჯერ კიდევ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ საქმიანობის ამ სფეროს, რაც პირველ რიგში, არასწორი სტერეოტიპების მიზეზით ხდება, თუმცა ნელ-ნელა ბევრი მოხვდა, რომ სტრიპი ცეკვის საკმაოდ რთული და სპეციფიკური სახეობაა, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. თანამედროვე სამყაროში და სტრიპ-არტი სულ უფრო პოპულარული ხდება და სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ამ მხრივ საქართველოსაც ეთქმის სიტყვა. ამ მიმართულებით, სწორედ "DIVA" კლუბია პირველი, რომელმაც საუკეთესო და, ამავე დროს, ორიგინალური პროდუქტი შესთავაზა როგორც ადგილობრივ, ისე სტუმრად ჩამოსულ ადამიანებს", - აცხადებს დელონი.
კლუბი "DIVA" 2008 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა. ის განთავსებულია მე-19 საუკუნის ძველ ინტერიერში, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის სარდაფის გასუფთავებისას. "DIVA" ეგზოტიკური და ვრცელი ინტერიერით გამოირჩევა. კლუბში ებრაულ-ქართული ინვესტიციაა ჩადებული. კლუბს დაარსებიდან დღემდე ხელმძღვანელობს პატრიცია დელონი, რომელსაც არაერთი საინტერესო ბიზნესპროექტი აქვს განხორციელებული როგორც საქართველოში (რესტორანი "XXI საუკუნე"), ისე ისრაელში.