როგორც სამხრეთ კავკასიასი ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებმა განაცხადა, მხარეები განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხელშეკრულების რეალიზების საკითხებს და რეგიონში შექმნილ ვითარებას.
სემნებმა დადებითად შეაფსა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია და აღნიშნა, რომ "ეს რეზოლუცია ევროკავშირის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და ყველასათვის მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს".
მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოში საკუთრი დამკვირებლებისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ აჩვენებს, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს შემდგომშიც აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავკასიაში ტერიტორიული კონფლიქტების დარეგულირებაში.
"ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტების გადაჭრაზე", - განაცხადა სემნებმა.