ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს 22-ე რაუნდზე ოსურმა მხარემ ყურადღება რეგიონში შექმნილ ვითარებაზე გაამხვილა და რა თქმა უნდა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების საკითხი დააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ჟენევაში ოსური დელეგაციის ხელმძღვანელზე მურაჯ ჯიოევზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მიმდინარეობს განხილვა უსაფრთხოების საკითხებისა და იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმებისა", _ განაცხადა ჟენევაში მყოფმა ჯიოევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ასევე დააყენა უგზო-უკვლოდ დაკარგული თავისი ე.წ. მოქალაქეებისა და საქართველოს ციხეებში მყოფი მათი ე.წ. თანამოქალაქეების საკითხი.
"აღინიშნა, რომ ისინი საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ გამოგონილი ბრალდებებით სხედან ციხეში", - განაცხადა ჯიოევმა.
შეგახსენებთ, როიმ ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა 22-ე რაუნდი მიმდინარეობს.