ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი მოსკოვში იმყოფება. ოსური მედია იუწყება, რომ მისი ვიზიტი სამუშაო ხასიათისაა. მათივე ინფორმაციით, მოსკოვში მყოფმა კოკოითმა რუსეთში ე.წ. საელჩო მოინახულა და თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა.
"აღნიშნული საელჩოს მუშაობის ძირითადი ამოცანა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრობლობის გაღრმავებაა. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი საელჩო სამხრეთ ოსეთისათვის დიპლომატიურ კადრებს მოამზადებს. ჩვენ რათქმაუნდა დაგვჭირდება დიპლომატები იმისათვის, რომ ისინი შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებში ჩვენს წარმომადგენლებლად გავგზავნოთ", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის უკვე ხელმოწერილია 25-ზე მეტი უწყებათაშორისი შეთანხმება და უკვე მზადდება დაახლოებით 40 მდე ხელშეკრულება ხელმოსაწერად.