ახალგორს, თამარაშენს, ქურთას, კეხვს, აჩაბეთს და კიდევ 200 -ზე მეტ ქართულ სოფელს ოსი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები სახელებს შეუცვლიან. გადაწყვეტილება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მიიღო. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებმა დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელიც ქართული დასახელებების გადარქმევას ითვალიწინებს.
ამას გარდა, სეპარატისტები ქართული კვალის წასაშლელად ქართული გვარის შეცვლასაც აპირებენ. ე.წ. დეგრუზინიზაციის შესახებ კანონპროექტის თანახმად შვილ-სა და ძე-ზე დამთავრებულ გვარებს სხვა დაბოლოებები ექნებათ.
შეგახსნებთ, რომ დაახლოებით ამგვარი პროცესი აფხაზმა სეპარატისტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე დიდი ხანია განახორციელეს
.