ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოკატასტროფების შედეგად. ერთმანეთის მიყოლები ორი ავარია დიღომში, ერთი და იმავე ადგილზე დღეს დილით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით უბედური შემთხვევების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.
ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად დაზარალებული სამი პიროვნება უკვე გადაყვანილია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. მათ ამჟამად გადაუდებელი სასწრაფო დახმარება უტარდებათ. სამივე დაზარალებული ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ერთ ეთი ავტომობილის მძღოლი ქალი იყო.