აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მოინახულა. იგი არასდანდარტული ციტრუსის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გაეცნო. ტექნოლოგებთან ერთად ახალი დაწურული მანდარინის წვენი ადგილზე დააგემოვნა. საწარმოში არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავების პროცესი 2012 წლის 10 დეკემბრიდან მიმდინარეობს. საკონსერვო ქარხანა არასტანდარტულ მანდარინს წელს 20 თეთრად იბარებს, აქედან 8 თეთრს მთავრობა აფინანსებს დანარჩენ 12 თეთრს კი კომპანია.
წელს ქარხანას დაგეგმილი აქვს 6 თასი ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღება. ქარხანაში დამზადებული მანდარინის კონცენტრატი ექსპორტზე გადის. საწარმოში, რომელიც 24 სათიანი რეჟიმში მუშაობს, ამ ეტაპზე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.