აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. არჩილ ხაბაძე გაეცნო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღემდე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებს. რეგიონის პირველმა პირმა მოსახლეობისაგან პირადად მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც წლებია მოუგვარებელია. მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის მიწის დაკანონების, ელექტრო გადამყვანი ბოძებისა და მანდარინის მოვლა გასაღების თაობაზე. წელს სოფელ ქობულეთში მცირე მოსავლიანობის მიუხედავად 3 ათასი ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან. ადგილობრივებს ციტრუსის დაბალი ფასი აწუხებთ. არჩილ ხაბაძესთან ერთად ადგილობრივთა პრობლემები რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოისმინა. ზაურ ფუტკარაძემ ქობულეთელებს პრობლემების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები