დღეს, 11 ტებერვალს, 11:00 საათზე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, თბილისის #54-ე საჯარო სკოლას ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურიდან აცნობეს, პროკურატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მოსწავლეებს არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით ერთობლივი კამპანიის შესახებ ესაუბრებიან.
გამოცხადდება პლაკატების კონკურსი. ცივი იარაღის ტარების წინააღმდეგ საუკეთესო პლაკატის ავტორი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება.