საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალი სასათბურე მეურნეობა განახლდა. ამ დროისთვის, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამიერკავკასიის განყოფილებას. აქვე მიმდინარეობს ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა. სულ მალე ექსპლუატაციაში შევა დამატებითი სველი წერტილები, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც შეძლებენ სარგებლობას.