დღეს,11 თებერვალს, პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების კომიტეტის წევრები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავენ.
მიტინგზე ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაჟღერდება და მას პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება გამსახურდიას გათავისუფლების კომიტეტის წევრებმა სახალხო დამცველის აპარატში შეხვედრისას მიიღეს.
შეხვედრაზე, რომელსაც "ეროვნული ფორუმის", "კონსერვატიული პარტიისა" და "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებისა და მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა გიორგი ტუღუშის მისამართით საყვედურიც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ომბუდსმენი გამსახურდიას გათავისუფლების საკითხში კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებან. ბრალი კიMგანზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს. გამსახურდია ბრალდებას უარყოფს.