დღეს, 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტში ბრალდებული ქალების სასამართლო პროცესი განახლდება. პროცესი მხარეთა შორის კამათის ეტაპზეა.
პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულების მიმართ სასჯელებს. განსასჯელია 25 ქალი. 13-თან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზედაც 2-იდან 4 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.
ციხის ბუნტი სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა # 5 დაწესებულებაში 2009 წლის 18 აპრილს მოხდა.