ხვალ, 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას წინააღმდეგ მოქალაქე ლელი იაშვილის სარჩელის განხილვა განახლდება.
ხვალინდელ პროცესში არ არის გამორიცხული მოსარჩელე მხარემ სასამართლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვას, თუ კახა კუკავა მას ბოდიშს საჯაროდ მოუხდის და 20 000 ლარსაც გადაიხდის.
პროცესი ხვალ 13:00 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 3 თებერვალს დაიწყო. ლელი იაშვილი კონსერვატორების წევრისგან ბოდიშის მოხდასა და კონპენსაციის საახით 20 000 ლარს ითხოვს. მოქალაქე კუკავას პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის.
იაშვილის მტკიცებით, 2009 წლის 15 ივნისს, მოქალაქეებსა და რუსთაველზე, ოპოზიციის ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეებს შორის საკნების აღებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა, "რა დროსაც კუკავამ მას "20 ლარიანი კახპა უწოდა".