პოლონეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები უკვე თბილისში არიან.
ჩარტერული რეისი, რომელსაც ამჟერად 13 არალეგალი ქართველი ჩამოყვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების ეს უკვე მეოთხე დეპორტაციაა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოწმება მას შემდეგ გაამკაცრა, რაც რამდენიმე ათეულმა არალეგალმა, მათ შორის ქართველებმაც, პოლონეთიდან სამგზავრო მატარებლით სტრასბურგში გადასვლა სცადა.