"კონკრეტულ შედეგზე საუბარი ჯერ არ შეიძლება იყოს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა, დაგეგმილი ქართულ რუსული მოლაპარაკების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მისასალმებელია რუსულ-ქართული დიალოგის დაწყება.
"კარგია, რომ დაიწყო რუსულ -ქართული დიალოგი. ორივე მხრიდან არსებობს ინიციატივები პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და პირველი ნაბიჯის შემდეგ გვეცოდინება თუ როგორ განვითარდება პროცესები", _ განაცხადა ზაქარეიშვილმა რომელმაც მთავრობის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ქართულ-რუსული მოლაპარაკება, რომელიც სავარაუდოდ შვეიცარიაში გაიმართება.