საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე კომენტარი გააკეთა. დიმიტროვის განცხადებით, დღეს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ბევრად მეტი ყურადღება ექცევა.
"გასული წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების შელახვის ბევრი მძიმე ფაქტი გამომჟღავნდა, თუმცა, ამას ის შედეგეი მოჰყვა, რომ საქართველოში ეს თემა უფრო გამჭირვალე გახდა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები სააშკარაოზე იქნა გამოტანილი. აქ მხოლოდ იმ მძიმე ვიდეოს არ ვგულისხმობ, რომელიც სექტემბერში გავრცელდა, არამედ სახალხო დამცველის აპარატის ძველ განცხადებებსაც, რომლებიც გაზაფხულზე გაკეთდა და მაშინ ყურადღების მიღმა დარჩა.
დადებითი შედეგი კი ისაა, რომ, სექტემბრის შემდეგ, მუშაობა ამ სფეროში გაცილებით ინტენსიური გახდა. ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, რომ დღეს, ადამიანის უფლებებს უკვე ბევრად მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც საუბედუროდ, სიტუაცია არ შეცვლილა. ამ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში არის წინგადაგმული ნაბიჯები, რაც ქვეყანას კარგ შედეგებს მოუტანს" - აღნიშნა ელჩმა.