ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიალზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით დელეგაციის შემადგენლობაში შევიდნენ ედუარდ კოკოითის ე.წ. მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი და სეპარატისტთა უშიშროების სამსახურის უფროსი ბორის ატოევი.
ოს სეპარატისტთა დელეგაციაში ასევე შედიან ოსი ე.წ. პარლამენტარები პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის იური ძიცოითის ხელმძღვანელობით.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაცია 12 თებერვალს გაიმართება