,,თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი ქადაგიშვილი ღირსეული კანდიდატია, _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი ქადაგიშვილის დასახელების კომენტირებისას.
,,ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატია წარდგენილი და იგი ღირსეულად შეცვლის ბატონ ირაკლი ალასანიას. გადახალისდება გამგეობა. მოგეხსენებათ, ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში ვართ ხელისუფლებაში აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობაც ერთი ასად არის გაზრდილი და ყველა დაპირება, რომელიც ჩვენს წინასაარჩევნო დებულებებში მოქცეული აღსრულებული უნდა იყოს შესრულებული კოალიციაში შემავალ პარტიებთან ერთად", - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების" მეორე ყრილობა მიმდინარეობს, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. Pპარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ყოფილი წევრი და საპარტიარქოს ფონდის ყოფილი თავჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილია წარდგენილი.