პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რეგიონებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იპოთეკური კრედიტები დაასახელა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქდეს.
"პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც ამ პრობლემას უახლოეს ერთ კვირაში მოვაგვარებთ. ამის შემდეგ მუშაობა დაიწყება მთელ საქართველოში", - აღნიშნა ივანიშვილმა.