,,ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ოპოზიციას გააჩერებს, შეაშინებს დაკავებებით, პროკურატურაში დაბარებებით", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა ივანე მერაბიშვილის ხელახალი დაკითხვის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ რომ მმართველი ძალა ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.
,,ყველაფერი უკვე სასაცილოა ხდება. საზოგადოება მოვლენების განვითარებას თუ დააკვირდება პარლამენტში კრიტიკული დებატების შემდეგ ,,ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ოპოზიციას გააჩერებს, შეაშინებს დაკავებებით, პროკურატურაში დაბარებებით. მათი განცდაა, რომ ქვეყანაში კრიტიკული მოსაზრებები არ უნდა არსებობდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არ სურს შესრულონ ის დაპირებები, რაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე დადეს", - განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს საგამოძიებო სამსახურში ივანე მერაბიშვილი დაკითხვა მის მიერ საქართველოს საზღვრის ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.