"ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთვის "მაპის" მინიჭებს საკითხი არ განიხილებოდა", _ განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ წინა მთავრობას "მაპის" მინიჭბასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მცდარი და გადაჭარბებული მოლოდინი აქვს.
პეტრიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ალიანსის მხარდაჭერა საქარველოსთან მიმართებაში და ის პროგრესი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე იქნა მიღწეული.
შეგახსნებთ, რომ ბრიუსელში 4-5 დეკემბერს ნატოს მინისტერიალი და საქართველო-ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ესწრებოდა.