მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის მამის, მევლუდ ხაჩიძის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ქონება მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო დაუყადაღდა.
"ყველა იმ გადამხდელს, რომელიც დროზე არ გადაიხდის გადასახდელ თანხას, მის ქონებას ავტომატურად ელექტრონულად ედება ყადაღა - ანუ იძულებითი აღსრულების მექანიზმი", _ განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ მევლუდ ხაჩიძეს გადასახადი აქვს დაახლოებით, 250 ლარი, რომელიც 15 ნოემბრამდე უნდა გადაეხადა.
"ეს არის წმინდა საგადასახადო თემა, რომელიც მოგვარებადია. ბატონი მევლუდი გადაიხდის თანხას და არანარი ყადაღა არ დარჩება", _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.