მეცნიერებს, ახალახანს დასრულებული კვლევების შედეგების მიხედვით, მეტეოროლოგიური პროგნოზების მსგავსად, უჩნდებათ გრიპის ეპიდემიის პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა.
აღმოჩნება იძლევა შანსს მინიმუმანდე შემცირდეს გრიპის ეპიდემიისას გარდაცვილთა რაოდენობა, რადგანაც სამედიცინო სამსახურებს ეცოდინებათ არა მხოლოდ გრიპის ყველაზე საშიში კერების არსებობა, არამედ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობაც. ისინი წინასწარ შეძლებენ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას - შესაბამის რაიონებში ანტივირუსული პრეპარატებით ვაქცინაციის ჩატარებას.
Google Flu Trends-ისა და კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე შედგენილი მონაცმების გამოყენებით, რომელიც ცალკეული ქვეყნის მასშტაბით გრიპის გავრცელების დემონსტრირებას ახდენს, მკვლევარებმა შეიმუშავეს განსაკუთრებული სისტემა საფრთხის პროგნოზების შესადგენად და ეპიდემიის შესაძლო ხანგრძლოვობის დასადგენად, ცალკეული რაიონების მიხედვით.
კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც მეცნიერები გამოიყნებენ არის ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგიური მოდელი, რომელიც მოსახლეობაში ვისუსის გავრცელების დინამიკის დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. აღირიცხება ადამიანები, რომლებიც ადვილად ავადდებიან გრიპით, ასევე ისინი, ვინც შესაბამის პერიოდში ავადმყოფობენ და ისინიც, რომლებმაც მკურნალობის კურსი გაიარეს.