დღეს, 7 დეკემბერს, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში პროექტ "ახალი ქართული პიესის" გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.
გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი პრემიები. პირველი პრემია განისაზღვრება 3000 ლარით, მეორე პრემია 1500 ლარით, ხოლო მესამე პრემია 500 ლარით. გამარჯვებულ პიესას ხუთკაციანი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
კონკურსის მეორე ეტაპზე, 2013 წლის 10-17 თბერვალს, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი გამართავს კონკურსში მონაწილე საუკეთესო 12 პიესის საჯარო კითხვას; მესამე ეტაპზე კი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე დაიდგმება კონკურსში გამარჯვებული პიესა.
პროექტი "ახალი ქართული პიესა" თბილისის მერიისა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით განხორციელდა.